Monday, July 16, 2018

დღე მეცხრე

 საინტერესო დღე იყო,  კიდევ ერთხელ  გავიმეორეთ ყველაფერი  რაც ამ დღეებში ვისწავლეთ!   უღრმესი მადლობა ბატონო დავით, ძალიან გაისარჯეთ!  შედეგიც გამოჩნდა   პრეზენტაციების სახით. შესანიშნავი ნამუშევრები წარმოადგინეს კოლეგებმა!   გული მწყდება, რომ მთავრდება! მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია-  თქვენ თევზის  დაჭერა გვასწავლეთ! ეს მნიშვნელოვანია!  წარმატებები თქვენ და ჩემს კოლეგებს!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

Friday, July 13, 2018

დღე მერვე
  მიუხედავად იმისა ,რომ დღეს გრილი დღე იყო,თავი ძალიან გამიცხელდა ამდენი ინფორმაციით.  რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანი, კარგია, გმადლობთ, იმედია  ცოდნად ვაქცევთ ამ ყველაფერს.

Wednesday, July 11, 2018

დღე მეშვიდე

 დღე  მეშვიდე                                                                                                                                                                                                                                                                                                                        გაუსაძლისი სიცხე იყო. მაგრამ იმდენი გვქონდა სამუშაო, სიცხეზე ვინ ფიქრობდა!    ვისწავლეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკები,განვიხილეთ თითოეული მათგანი.დრაივის ღილაკების ფუნქციები ს ამოჭრა ვიდეოდან, კომიქსები!  ვნახოთ, რამდენად ავითვისეთ!

Monday, July 9, 2018

დღე მეექვსე

დატვირთული დღე იყო. ვმუშაობდით მთელი დატვირთვით. ვისწავლეთ  poverPointshi მუშაობა, პრეზენტაციის გაკეთება .ასევე ბლოგზე ღილაკების დამატება. როგორც, ჩანს ყველაფერი მაინც პრაქტიკაა, რამდენად ხშირად ვიყენებთ.თანდათან მეტი დრო გვჭირდება, დავალებები ბევრია, ხარისხზე ეს ალბათ აისახება.

Friday, July 6, 2018

დღე მეხუთე
ვიდეოს ჩასმა ვისწავლეთ. იუთუბიდან გადმოწერა. საავტორო უფლებები. აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. ძალიან მნიშვნელოვანი უნარ -ჩვევებია, ვნახოთ  რამდენად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში. რა თქმა უნდა, პრაქტიკა სჭირდება. გმადლობთ ბატონო დავით, რომ არ გბეზრდებათ ახსნა! შესაშური მოთმინება გაქვთ!

Thursday, July 5, 2018

დღე მეოთხე

დიდი ინფორმაციაა ერთად თავმოყრილი. ამიტომ  დრო გვჭირდება , რომ ეს ყველაფერი უნარ -ჩვევაში გადაიზარდოს. კარგი  იქნება სამომავლოდ საათების რაოდენობა  თუ გაიზრდება.

Wednesday, July 4, 2018

დღე მესამე

ძალიან საინტერესო დღე იყო, როგორც ყველა. დავიღალეთ ამდენი ინფორმაციით!  მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან  საკითხებზე ვისაუბრეთ! თუმცა ვთვლი, რომ მცირე დროში  ამხელა ინფორმაცია გვძაბავს! რომ არა ბატონ დავითის მაღალი პროფესიონალიზმი თავს ვერ გავართმევდით.  ყველა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა.

Sunday, July 1, 2018

მეორე დღე

საოცრად  დატვირთული დღე იყო. ტემპერატურასთან ერთად ჩვენი  ცოდნაც  მატულობს. გმადლობთ ბატონო დავით. ვისწავლეთ  სიგელების , სერთიფიკატების გაკეთება.  ეროვნული  სტანდარტების მოძიება და გამოყენება.  ბლოგზე მუშაობა. დოკუმენტების გადაგზავნა და შენახვა.